მთავარისიახლეებისაზოგადოებასაბა სხვიტარიძის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელია - TI

საბა სხვიტარიძის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელია – TI

Published on

საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს – ამ დასკვნას აკეთებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც აქტივისტის საქმეზე ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც სამოქალაქო აქტივისტი და პარტია „ახალის“ წევრი საბა სხვიტარიძე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ცნეს დამნაშავედ და ორ წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ორგანიზაციის შეფასებით, განაჩენი ეფუძნება პოლიციელთა იდენტურ ჩვენებებს, საეჭვო ვიდეოჩანაწერსა და კანონდარღვევით ჩატარებულ ამოცნობას, ხოლო სასამართლომ სრულად უგულებელყო დაცვის მხარის მტკიცებულებები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აზრით, ყველა ეს გარემოება ქმნის ძლიერ საფუძველს, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად და სხვიტარიძე – სინდისის პატიმრად ჩაითვალოს.

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...