მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე – ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა პროკურორმა, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოს.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სასამართლოს სთხოვა, რომ აქტივისტებს, მათ შორის ქალებს, რომლებიც პოლიტიკოსებთან ერთად ახლა განსასჯელის სკამზე სხედან, იგივე ჭრილში ნუ განიხილავს.
ამ პატიოსან ხალხს თუ შეძლებთ გაუშვით, 62 ადამიანი, პაატას ჩათვლით. ეს ყველაზე ვრცელდება – თქვა პროცესზე მურთაზ ზოდელავამ
ჩვენი წარმოჩენა ხდება თითქოს ბანდიტური, ძალადობრივუ ჯგუფის. მხედრიონის გასამართლება მახსოვს ასე დაგვყვეს. ჩემზე გავიგე პოლიტოკური ბეგრაუნდი მაქვს. მაგრამ აქვეა ქალბატონი, ვისაც შშმ შვილი ჰყავს. ამ დროს ეს ხალხი ყოველი მეოთხე დაავადების მქონეები არიან. პროპაგანდა ასე გვფუთავს ჩვენ და ამასთან ჩვენ წინააღმდეგობას ვერ ვუიწევთ. სასამართლოა ერთადერთი ჩვენი საშუალება შეპასუხების. ჩვენგან ძალადობრივი დაჯგუფება ვერ გამოცხვება. მე ჯერა რომ ყველამ ყველაფერი იცის. ეს ელფერი დასდევს ამ საქმეს.
4 ოქტომბერი ეს იყო 2 წლიანი ბრძოლის ბოლო ეპიზოდი. აბსოლუტურად სახალხო. ჩემთვის პირადად ქალბატონების მიმართ ისეთი შეურაცხყოფა იყო მოტოვატორი ჩემი ეს იყო იქ დგომის. ჩეიმ მოტივატორი არ იყო ანგარება. ჩვენ არ ვართ კრიმინალები. როგორ შეიძლება ჩვეულებრი მოქალქებისგან ძალადობრივი ჯგუფის გამოძერწვა. მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვიყენებთ, ვიდრე ოცნების ხალხი.
მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე. ჩემი პასუხისმგებლობა რას მაქვს, ჩემი ტვირთის სხვაზე გადატანა არ შემიძლია.
ქალი მსხვერპლის სიმბოლოდ გადაიქცა და ამიტომ ვთქვი მე კაცები წავედითქო ათონელზე. მე ვერ გამოვიძიებ იქ რა პროვოკაცია იყო, ამიტომ კიდევ ვიმეორებ. მზად ვარ ყველა მუხლით ავიღო პასუხისმგებლობა . ამ პატიოსან ხალხს თუ შეძლებთ გაუშვით. ყველაზე მძიმე რაც არის იქ მე ვიქნები და ამ ხსლხს და დანარჩენ 62 ადამიანს, პაატას ჩათვლით. ეს ყველაზე ვრცელდება.
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ დამარცხებულისგან ამის მოთხოვნა უცნაურია და ამიტომ ეს არის ჩემი თხოვნა. იქნებ ეს განიხილოს ოპროკურატურამ. გთხოვთ, დროც გავიდა. ან საპროცესო გაუკეთეთ ამ ხალს და ან ან ისეთი მუხლით შეღავათი გაუკეთეთ. მე ვიქნები განაჩენის დღემდე მოვიხდი ამ სასჯელს”- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.