„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს. მისი თქმით, დღეს არსებული უნივერსიტეტების რაოდენობა ხელს უშლის ძლიერი და კონკურენტული სასწავლებლების შექმნას.
კობახიძე აღნიშნავს, რომ სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და წინააღმდეგობას მათგან ხედავს, ვინც არსებული მდგოომარეობით “ხელს ითბობს”.
საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით არის უკვე ყველაფერი ნათქვამი. ჩვენნაირ ვეყანაში, 4 მლნ-იან ქვეყანაში და თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში 64 უნივერსიტეტი როცა მოქმედებს, ამით არის ყველაფერი ნათქვამი. ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია ხომ არ არის? ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. დღეს ნახეთ პრობლემა რა არის: როცა შენ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, განწირული ხარ იმისთვის, რომ წესიერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება, გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან მაქსიმუმ, 2 გუნდი. ჩვენ ვაკეთებ რას, რომ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი.
ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება და დღეს გეტყვით, რა ვითარებაა, მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე. თსუ-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ ჩვენ სტუდენტს, ამაზე დაბალია, საშუალოზე დაბალია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ის იურიდიული განათლება, რომელსაც ისინი იღებენ. ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ვის არ მოსწონს ეს რეფორმა? ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელი არის ჩამოყალიბებული, – ამბობს კობახიძე.