მთავარისიახლეებიკარცერში ვარ ფაქტობრივად - მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

Published on

კარცერში ვარ ფაქტობრივად – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და სხდომათა დარბაზში ხაზგასმით განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

„ყველა მენატრებით. შეზღუდვა გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ, რაც გვქონდა, კიდევ 2 თვით გაგრძელდა. არის საკითხი, რომელიც ეხება ციხეს – კარცერში ვართ, ფაქტობრივად. კარცერში შეიძლება იყოს ადამიანი, თუ რამეს დააშავებს და ისიც მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში…. ღირსების დამცირებას არ აქვს ადგილი. კანონმდებლობაში წერია, რომ კარცერში ყოფნის ვადა არის 2 თვე და ისიც იმიტომ ხარ კარცერში, თუ რამეს არღვევ და მე არაფერი დამირღვია ციხეში. მე ადამიანის სახე კარგად მიჭირავს ციხეში. ეს საკითხი იციან ადვოკატებმა. კომუნიკაციის საკითხი შეზღუდული გვაქვს…. მეტს ხვალინდელ პროცესზე ვისაუბრებ.

74 წლისაა დედაჩემი და არ ვიცი, რა ვუთხრა, არ მინდა დავამძიმო ჩემი პოლიტიკური განცხადებებით. ტირის და ვერ ჩერდება“, – აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს, საქმეს მოსამართლე ლელა კალიცენკო იხილავს.

ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა დღეს გრძელდება სასამართლოში. პოლიტიკოსი სუსმა 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ხაბეიშვილთან ერთად, 11 სექტემბერს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამავლას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ხელისშეშლის მუხლით და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, ზოდელავა „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ბრალდებით დააპატიმრეს.

სიახლეები

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის...

ზელენსკი- უკრაინის კონსტიტუციით ან მორალურად ტერიტორიების დათმობის უფლება არ გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან დახურულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს მხრიდან...

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...