მთავარისიახლეებისაგურამოში, 69 წლის პირს თავს დაესხნენ და მუქარით თანხა მოსთხოვეს - 2...

საგურამოში, 69 წლის პირს თავს დაესხნენ და მუქარით თანხა მოსთხოვეს – 2 ადამიანი დააკავეს

Published on

შსს-ს ცნობით, საგურამოში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 2 პირი, წარსულში ნასამართლევები – 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ – 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.

ვ.ხ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი”. – წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....