მთავარისიახლეებიოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვები ჩრდ. კორეის ბანაკში გაგზავნეს – რაშევსკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვები ჩრდ. კორეის ბანაკში გაგზავნეს – რაშევსკა

Published on

უკრაინის ადამიანის უფლებების რეგიონული ცენტრის იურიდიულმა ექსპერტმა, კატერინა რაშევსკამ 3 დეკემბერს აშშ-ს სენატის ქვეკომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ცნობილია, სულ მცირე, ორი შემთხვევა, როცა რუსი ოკუპანტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინიდან გატაცებული უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში ძალით გაგზავნეს.

“12 წლის მიშა ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან და 16 წლის ლიზა ოკუპირებული სიმფეროპოლიდან ჩრდილოეთ კორეის სონგდოვონის ბანაკში, გაგზავნეს, სახლიდან 9 000 კილომეტრის დაშორებით. ბავშვებს “იაპონელი მილიტარისტების განადგურება” ასწავლეს და ისინი კორეელ ვეტერანებს შეხვდნენ, რომლებიც 1968-ში თავს დაესხნენ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო გემ Pueblo-ს, რის ფარგლებშიც ცხრა ამერიკელი სამხედრო მოკლეს და დაჭრეს.” – აღნიშნა რაშევსკამ აშშ-ს სენატის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინელი ბავშვების გატაცების საკითხს ეხებოდა.

რაშევსკას თქმით, მისმა ორგანიზაციამ აღმოაჩინა 165 “ხელახალი განათლების ბანაკი”, სადაც უკრაინელი ბავშვების “მილიტარიზაცია და რუსიფიკაცია” ხდება. მან განმარტა, რომ აღნიშნული ბანაკები როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთში, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეაშიც მდებარეობს.

ამასთანავე, რაშევსკამ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ს კონგრესში მიიღებენ გატაცებული უკრაინელი ბავშვების გადარჩენისა და პასუხისმგებლობის შესახებ აქტს და ასევე გათვალისწინებული იქნება სენატორი ლინდსი გრემის კანონპროექტიც, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადებს, თუკი ის გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს არ დააბრუნებს.

რაშევსკამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომის დამნაშავეებისთვის ამნისტია არ უნდა განიხილებოდეს და დაამატა, რომ რუსეთმა, დამოუკიდებელი საერთაშორისო მექანიზმის მეშვეობით, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა გატაცებული ბავშვი.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....