მთავარისიახლეები"გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ" შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

“გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ” შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

Published on

“გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა და BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გაემოეხმაურა.

ივანიშვილის გუნდის წევრის განცხადებით, თავად არ გაურევია ქიმიური ნივთიერება წყლის ჭავლში, თუმცა “ვინც გაურია ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს”, შემდეგ კი BBC-ის ტყუილში სდებს ბრალს.

შარმანაშვილი პირობას დებს, რომ თუ ქიმიური ნივთიერების გამოყენება დადასტურდება, თავად დააძალებს “ქართულ ოცნებას”, რომ პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ დააპატიმრონ.

მე არაფერი არ გამირევია, მაგრამ ვინც გაურია ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. არცერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არცერთი საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, გამოძიების მიღმა არ დარჩება. ასეთი დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ საერთაშორისო სასამართლოებში კი არ წავიდოდით საჩივრების დასაწერად. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ. მე თვითონაც დავაძალებ ჩემ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული დაასანქციროს კი არა დააპატიმროს დაუყოვნებლივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ტყუილი, რომელიც მათ გამოაცხვეს თავის ჭკუაში, დამთავრდება ძალიან ცუდად მათთვის,” – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სიახლეები

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ...

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...