მთავარისიახლეებიკობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო

კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო

Published on

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

“ქართული ოცნების” პრემიერი უარყოფს, რომ ეს იყო „კამიტი“.

მისივე თქმით, „მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული“.

„რაც შეეხება [წყლის ჭავლში] ნივთიერების გარევას – ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება ინფორმაციას „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით – ამაზე მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა, შსს-მ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შსს-ს, მათ შორის, არც ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში.

დანარჩენი – მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებას აწარმოებს სუსი. ყველა დეტალი იქნება გასაჯაროებული საზოდადოების წინაშე გამოძიების დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება „კამიტის“ გამოყენებას – ეს უკვე უარყო შსს-მ იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რაც მის ხელთაა“ – თქვა მან.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....