მთავარისიახლეებისაზოგადოებაბულინგი და ძალადობა ზუგდიდის საჯარო სკოლაში - სად იყვნენ მანდატურები?

ბულინგი და ძალადობა ზუგდიდის საჯარო სკოლაში – სად იყვნენ მანდატურები?

Published on

ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სკანდალური ფაქტი მოხდა: უფროსკლასელმა ბიჭებმა მათზე უმცროსი ბიჭი აითვალწუნეს, რომელსაც პერიოდულად დასცინოდნენ, ეს ყველაფერი კი სკოლის უკან, დამხმარე ნაგებობაში მისი შეტყუებით დასრულდა, სადაც მუქარით გაახდევინეს ტანსაცმელი და გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. 

“ოდიშინიუსის” ცნობით, ზოგადადა, ეს ამ სკოლაში პირველი შემთხვევაა არა, როცა უფროსკლასელები მათზე დაბალკლასელებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. 

ზემოთხსენებული შემთხვევა გაკვეთილების პროცესში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ბულინგის მსხვერპლი, ასევე მასზე მოძალადე უფროსკლასელები გაკვეთილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა, სკოლის ტერიტორია არ დაუტოვებიათ. 

ეს კი, თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ მანდატურები მხოლოდ სკოლის ჭიშკარს მეთვალყურეობენ, რომ ვინმე არ გავიდეს, ხოლო ე.წ. “საბირჟაო” ან “საბულინგო” თავშეყრის ადგილები ან საერთოდ ყურადღების მიღმა რჩებათ, ან კიდევ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. 

იგივე ითქმის სკოლის ადმინისტრაციასა და პედკოლექტივზეც, განსაკუთრებით, დამრიგებლებზე. 

სხვათა შორის, ეს კონკრეტული სკოლა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება ბულინგის მსხვერპლს, ის ფსიქორეაბილიტაციას გაივლის და სავარაუდოდ, სხვა სკოლაში გადაიყვანენ.

სიახლეები

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ...

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...