მთავარისიახლეებიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დღეს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და უკრაინის ანტიკორუფციულმა სპეციალურმა პროკურატურამ ერმაკის სახლსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა. 

ჩხრეკას არ მოჰყოლია დაკითხვა, ბრალის წარდგენა ან მსგავსი პროცედურები, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა მაინც საჭიროდ მიიჩნია ერმაკის გათავისუფლება, რათა გამოძიებას ხელი არ შეშლოდა. 

თავად ერმაკს კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამომძიებლებს ჩხრეკის დროს სრული წვდომა ჰქონდათ სახლზეც და ოფისზეც. 

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...

ერმაკმა დაადასტურა, რომ დეტექტივები მის სახლში ჩხრეკას ატარებენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ მის სახლში ჩხრეკა დაიწყო, რომლებიც უკრაინის...