მთავარისიახლეებისაზოგადოებაშიმშილობის 32 დღე პარლამენტთან - მოთხოვნები უცვლელია

შიმშილობის 32 დღე პარლამენტთან – მოთხოვნები უცვლელია

Published on

პარლამენტთან მოშიმშილეები დღევანდელ საპროტესტო აქციას განსაკუთრებით ელოდებიან. შიმშილობის 32 დღეს მათი მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ დღეს უწყვეტი პროტესტიდან 1 წლის თავზე ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ქართველი რუსულ დიქტატურას შეეგუოს.

დღეს გვჯერა, რომ ბევრნი ვიქნებით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანაში რუსულ დიქტატურას შეეგუოს ქართველი ადამიანი. ხელისუფლებამ პირდაპირ დაგვანახა, რომ ეს დეფაქტო რეჟიმი ჩვენს მომავალს და ქართველი ხალხის კეთილდღეობას გამორიცხავს. ეს არის ძალიან თვალსაჩინო. ევროპულ მომავალზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, ქვეყანა სრულ იზოლაციისკენ მიდის, ეს უნდა გავაპროტესტოთ და ჩენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, სხვა არჩევანი არ გვაქვს, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

კიდევ ერთი მოშიმშილე დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ ხალხს არ აქვს უფლება, ქვეყანა “მტარვალებს” საბოლოოდ ჩაუგდოს ხელში.

ერთი წელი სრულდება დღეს. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა აქ. ამ პროტესტის დამსახურებაა, ქუჩის გადაკეტვა იყო თუ მარში იყო თუ 24 საათიანი გრაფიკი იყო, რომ ლეგიტიმურები არ არიან და არავინ ცნო ამათი ლეგიტიმაცია. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ქვეყანა მტარვალებს გადავცეთ და ჩავუგდოთ ხელში. ეს ქვეყანა მიითვისა ე.წ. ხელისუფლებამდ ა უნდა გამოვგლიჯოთ ისევ და ბრძოლის გარეშე არაფერი გამოგვივა, – ამბობს დარეჯან ცხვიტარია.

თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება. დაგეგმილია ორი პარალელური მსვლელობა: 19:00 საათზე ერთი კოლონა წამოვა თსუ-ის პირველი კორპუსიდან, ხოლო მეორე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის მხრიდან.

დღევანდელი აქცია დაკავშირებულია იმ განცხადების წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა: „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.

სიახლეები

საიამ რუსეთის წინააღმდეგ ქართველი სამხედროების საჩივრებზე სტრასბურგში პოზიცია წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს...

ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

"ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამის შესახებ...

POG- შსს-ს თანამშრომელი დაცვის პოლიციის თანამშრომლებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა

პროკურატურის ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი...

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ...