მთავარისიახლეებისაზოგადოებაერმაკმა დაადასტურა, რომ დეტექტივები მის სახლში ჩხრეკას ატარებენ

ერმაკმა დაადასტურა, რომ დეტექტივები მის სახლში ჩხრეკას ატარებენ

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ მის სახლში ჩხრეკა დაიწყო, რომლებიც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) დეტექტივების მიერ ტარდება.

„დღეს კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა მართლაც ატარებენ საპროცესო მოქმედებებს ჩემს საცხოვრებელში. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ შეხვედრიათ. მათ ბინაში სრული წვდომა მიეცათ, ადგილზე იმყოფებიან ჩემი ადვოკატები, რომლებიც ურთიერთობენ სამართალდამცავებთან. ჩემი მხრიდან – სრული თანამშრომლობაა“, – დაწერა ერმაკმა.

მანამდე კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ მათი დეტექტივები სამთავრობო კვარტალში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკის ობიექტებში ჩხრეკას ატარებენ. დეტალების გამოქვეყნებას ბიურო მოგვიანებით დაჰპირდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა კორუფციული სკანდალი „მიდასის“ სახელწოდებით, რომელიც ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან დაკავშირებული ჩხრეკებისა და მას ბრალდების წარდგენის ფონზე დაიწყო. მას კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას ედავებიან, დანაშაულებრივი შემოსავლების გადარიცხვებსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვზე უკანონო ზემოქმედებაში.

25 ნოემბერს САП-ის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კლიმენკომ, აღნიშნა, თუ როგორ გაიქცა მინდიჩი უკრაინიდან სკანდალის წინ. მისი თქმით, მინდიჩმა საზღვარი ჩვეულებრივი პასპორტით გადაკეთა და არა დიპლომატიური კორიდორით. გადასვლა რამდენიმე ათეული წუთი გაგრძელდა „გრუშევის“ გამშვებ პუნქტში, სადაც რიგი ჩვეულებრივ საათობით გრძელდება.

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...