მთავარისიახლეებისაზოგადოებატრამპი - "სამშვიდობო გეგმა" დაიხვეწა

ტრამპი – “სამშვიდობო გეგმა” დაიხვეწა

Published on

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-ს მიერ მომზადდა, დაიხვეწა, უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება, ხოლო არმიის მდივანი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას.

“ბოლო კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მხრივ (ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!). ბოლო თვეში 25,000 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაპირველი, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ მომზადდა, დაიხვეწა ორივე მხრიდან დამატებითი წვლილებით და უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება. ამ სამშვიდობო გეგმის დასრულების იმედით, ჩემს სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა დავავალე და, ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას. შემატყობინებენ ყველა მიღწეულ პროგრესზე, ისევე, როგორც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სუზი უაილსს.

პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრის იმედი მაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება დასრულებული, ან დასრულების სტადიებში იქნება,” – წერს ტრამპი.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...