მთავარისიახლეებიკონფლიქტებირას ურჩევდა ვიტკოფი უშაკოვს - Bloomberg-ის სკანდალური მასალის დეტალები

რას ურჩევდა ვიტკოფი უშაკოვს – Bloomberg-ის სკანდალური მასალის დეტალები

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსული გეგმის შესრულების ქრონოლოგია BLOOMBERG-მა აუდიოჩანაწერის თანხლებით გამოაქვეყნა, რომელშიც ვიტკოფთან ერთად რუსეთის წარმომადგენელი უშაკოვი ფიგურირებს. 
ამ მასალამ და აუდიოჩანაწერის შინაარსმა დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიოში. გთავაზობთ მასალებს ქრონოლოგიის მიხედვით: 
14 ოქტომბერი: უიტკოფი პუტინის მრჩეველ უშაკოვს ურჩევს, როგორ უნდა ისაუბროს ტრამპთან და აძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებს (ტრამპზე უნდა ისაუბროს, როგორც მშვიდობის კაცზე, ახსენოს ტრამპის ძალისხმევა ღაზასთან დაკავშირებით და ა.შ.) და აფრთხილებს მას ზელენსკის ვიზიტის შესახებ, სადაც უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემა უნდა დამტკიცებულიყო.
 16 ოქტომბერი: პუტინი ტრამპს ესაუბრება ტელეფონით და შლის ზელენსკის ყველა მოლაპარაკების მცდელობას უკრაინის გასაძლიერებლად ( ასე უქმდება ტომაჰავკების გადაცემის საკითხი)
29 ოქტომბერი: უშაკოვსა და დმიტრიევს შორის სატელეფონო საუბარი იმართება, სადაც ისინი განიხილავენ „იმ ცნობილ 28 პუნქტიან გეგმას, რომელიც უიტკოფისთვის უნდა გადავცეთ, რათა მან ის საკუთრად გაასაღოს.“
20 ნოემბერი: მედიაში ჩნდება პირველი გაჟონვები ე.წ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით.
21–22 ნოემბერი: ტრამპი იწყებს სერიოზულ ზეწოლას უკრაინაზე, ხოლო ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ყველას არწმუნებს, რომ ეს „გეგმა“ რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა და მზადდებოდა.
იმავე დღეებში (21–22.11): ირკვევა, რომ „უიტკოფ-დმიტრიევის გეგმა“ რუსულ ენაზე იყო დაწერილი.
ანუ, უიტკოფს პირდაპირ გადასცეს რუსული გეგმა, მან კი ის ტრამპს წარუდგინა, როგორც უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების ამერიკული პროექტი.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...