მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენთვის ფაილი დახურულია - გერმანიის ელჩი

ჩვენთვის [საქართველოს] ფაილი დახურულია – გერმანიის ელჩი

Published on

ჩვენთვის [საქართველოს] ფაილი დახურულია – გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკომისიის გაფართოების გერმანია ეთანხმება და ღარ მუშაობს გაფართოებაზე საქართველოსთან დაკავშირებით.

პეტერ ფიშერმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი ინტერვიუ “რადიო თავისუფლებას” მისცა, რომლის ჯერ მხოლოდ ფრაგმენტები გავრცელდა.

საქართველომ გადაუხვია გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა – ამბობს გერმანიის ელჩი “რადიო თავისუფლებასთან”.

მისი თქმით, ახლანდელი კურსით, არ არსებობს საქართველოს გაწევრიანებისკენ “სიცოცხლისუნარიანი გზა”.

თქვენ იკითხეთ როგორი წელი იყო ეს წელი. და მე ვიტყოდი, რა საშინელი წელიწადი იყო მეთქი. პირადად მე ეს ძალიან მამწუხრებს. როცა აქ ჩამოვედი 2022 წელს საქართველოს ჰქონდა ევროპული პერსპექტივა. მე პირადად ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. რაც იყო შემდეგი ნაბიჯი. გერმანიამ ძალიან ბევრი იმუშავა საქართველოს რომ ეს სტატუსი მიეღო. სწორედ ამის მიღების შემდეგ ვითარება გაფუჭდა და კიდევ უფრო გაუარესდა.

კაია კალასმა განაცხადა, რომ გაფართოების ანგარიშის მიხედვით, როგორი ვითარებაც ახლაა საქართველოს ახლანდელი კურსით , არ არსებობს გაწევრიანებისკენ სიცოცხლისუნარიანი გზა. თუ შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში არის კატასტროფული შენთვის.

ევროკავშირი წერილებით იმართება, მოვუწოდებ ადამიანებს წაიკითხონ ეს ანგარიში. საქართველომ გადაუხვია გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწდში.

თუკი ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ამ ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს [საქართველოს] ფაილი დახურულია – არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო. ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით კი, გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე [საქართველოს კონტექსტში – რ.თ.], არც აღარავინ ევროკავშირში. “, – ამბობს ფიშერი.

გერმანისი ელჩმა მის მიმართ “ოცნების” ლიდერების თავდასხმების სერიასაც უპასუხა და თქვა, რომ ვენის კონვენცია არასდროს დაურღვევია.

მე ვარ გერმანელი დიპლომატი. მე აქ წარმოვადგენ გერმანიის ინტერესს და გერმანიას, როგორც ევროკავშირის ნაწილს. ასე რომ, მე აქ ნაწილობრივ წარმოვადგენ ევროკავშირის ინტერესსაც. მე არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში. არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ. არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც ის არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას. მე სწორედ ამას ვაკეთებ. ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რაც დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე. ბოდიშს ვიხდი ამ დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩამოთვლილ სამივე საკითხში დამდებენ ბრალს, მაგრამ არც ერთი ეს ბრალდება არ ყოფილა და არც იქნება სიმართლე.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...