მთავარისიახლეებიმსოფლიო28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების...

28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა – რუბიო

Published on

„სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ის [„სამშვიდობო გეგმა“] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება“, – დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

მანამდე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ რაუნდსმა კონგრესმენებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მათ ესაუბრა და უთხრა, რომ „ეს „სამშვიდობო წინადადება“ აშშ-მა მიიღო და შემდეგ უკრაინას გადასცა“.

„მან მკაფიოდ განმარტა, რომ ჩვენ წინადადება მივიღეთ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს გადასცეს. ეს ჩვენი რეკომენდაცია არ არის, ეს ჩვენი გეგმა არ არის“, – აღნიშნა რაუნდსმა.

სენატორი ანგუს კინგის თქმით, „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტის „ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს“.

„28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, მარკო რუბიოს თქმით, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს, ეს ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა“, – განაცხადა კინგმა.

სენატორების განცხადებას სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ტომი პიგოტი გამოეხმაურა და მას „სიცრუე“ უწოდა.

„ეს აშკარა სიცრუეა. სახელმწიფო მდივანი და მთლიანად ადმინისტრაცია ყოველთვის აღნიშნავს, რომ ამ გეგმის ავტორი აშშ-ია, როგორც რუსების, ასევე უკრაინელების წინადადებების გათვალისწინებით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...