მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

Published on

ეს არის სუფთა დიქტატურა, – ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.

ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავე რეაქციები მოჰყვება და აანონსებს, რომ არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში, აქციები მოეწყობა.

“ვამზადებთ მწვავე რეაქციებს და აქციებს,“- თქვა მან.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში “ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა, გასული საპარლამენტო არჩევნები და ძალიან ძლიერად დაკარგად უცხოეთში. მიუხედავად იმის, რომ ძალიან ეცადა არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდა, ვინც მისცა ხმა, წარმოადგენს 30 ათას ადამიანს, მათ შორის მიიღეს 13 %-ი. ამის შემდეგ ვიცით რაც მოხდა, რა არის მათი რეიტინგი, რომელიც დღითი დღე სუსტდება. როდესაც გამოვდივართ საყოველათაო არჩევნებიდან, ეს არის ნიშანი, რომ შევდივართ ნამდვილ, მძიმე და ძლიერ დიქტატურაში. ბატონი პაპუაშვილი ამბობს, რომ უცხოეთში არ მივცემთ ფაქტობრივად ნებას, რომ არჩევნებში მონაწილეობდნენ, ნიშნავს, რომ რაც მოვიპარეთ არჩევნები, ისევ ვაპირებთ მის მოპარვას, საქართველოში ციხეში გაგზავნით, უცხოეთში კი ნებას არ მოგცემთ, რომ მონაწილოება მიიღოთ. ეს არის სუფთა დიქტატურა. ვიცი, რომ იქნება აქციები საქართველოში და ჩვენც აქ, უცხოეთში, არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთლიან ევროპაში, ვამზადებთ მწვავე რეაქციებს და აქციებს, – განაცხადა ოთარ ზურაბშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება.

მისივე თქმით, კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს. მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრთხის რეჟიმი...

ფინანსური დავალიანების გამო ჩვენი სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა – TV პირველი

ტელეკომპანია პირველის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო, , 11 მარტს ტელევიზიის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. "ფინანსური დავალიანების...

ნატალი ლუაზო-თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა,...

ტრამპი-ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია

ირანის სამხედრო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია და ქვეყანა დამარცხების ზღვარზეა - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა...