მთავარისიახლეებისაზოგადოებაბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

Published on

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება – ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

სამინისტროს კარი დაკეტილია როგორც მათთვის, ასევე უბრალოდ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საკუთარი პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო 3 დღე დაცული ტერიოტორიების სააგენტოსთან იყვნენ შეკრებილნი და ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ისიც არ გამოჩენილა.

ჩვენ ვიყავით ბოლო სამი დღის განმავლობაში დაცული ტერიოტორიების სააგენტოსთან, სადაც წერილი გვქონდა გამოგზავნილი და ვითხოვდით საჯარო შეხვედრას ბესიკ ამირანაშვილთან, რომელიც დაგვპირდა, რომ თვითონ არის მოსული სიტუაციის გამოსასწორებლად, მისი წინამორბედების შეცდომების გამოსასწორებლად, თუმცა, სინამდვილეში, როგორც აღმოჩნდა, ის არის ამ კორუფციული გარიგების ხელის დამფარებელი ადამიანი, ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს არის კორუფციის დაცვის სააგენტო. იმის გამო, რომ ჩვენ შეხვედრა ვერ მივიღეთ დაცულ ტერიტორიებთან, მოვედით მის ზემდგომ ორგანოსთან, სადაც ასევე გამოგზავნილი გვქონდა წერილი გამოგზავნილი მინისტრთან და ვითხოვდით საჯარო შეხვედრას. ამ წერილზე პასუხი რადგან ვერ მივიღეთ, ავდექით, 300 კილომეტრი გამოვიარეთ, სინამდვილეში კი ის მოხდა, რომ კარი დაგვხვდა დაკეტილი, 1 დღით გაუქმდა სამინისტრო არა მარტო ბალდელებისთვის, არამედ ნებისმიერი სამოქალაქო პირისთვის, არც შიგნით უშვებენ არავის და არც გარეთ უშვებენ შიგნიდან, ალბათ სხვა შესასვლელს იყენებენ. მთავარი არის ის, რომ ადამიანი რომ მოდის სამინისტროში პირად პრობლემაზე განცხადების დასაწერად, კარი ხვდება დაკეტილი, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გაუქმდა, სამინისტრო გაუქმდა. ისინი გვეუბნებიან, რომ შეგხვდებიან 1 ან 3 ადამიანის, ჩანაწერების გარეშე, რასაც ვერ ექნება ვერანაირი სანდოობა, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...