მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვფიქრობ, ციხე არ ელით..." - მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

Published on

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა ან რამე მოუვიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მათ შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვათ, ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ციხე არ ელით.

„ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო – მათ იციან სიმართლე ეროსი კიწმარიშვილის „თვითმკვლელობის“ და შემდეგ ეროსის ოჯახის ჩაჩუმების შესახებ.

ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და ასევე, 2022-დან რუსული ფულის გათეთრებაში.

მათ იციან ყველა დეტალი რუსთავის ციხეში ჩემს მოწამვლაზე, ამიტომ მათ შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ციხე ვფიქრობ, არ ელით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...