მთავარისიახლეებიეკონომიკატრამპი-პუტინის შეხვედრა გაუქმებულია, უდიდესი რუსული ნავთობკომპანიები - დასანქცირებული

ტრამპი-პუტინის შეხვედრა გაუქმებულია, უდიდესი რუსული ნავთობკომპანიები – დასანქცირებული

Published on

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს თქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა, რის პარალელურადაც სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიებს, Rosneft-სა და Lukoil-ს, სანქციებს უწესებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. თუ საჭირო იქნება, დეპარტამენტი მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ხელი შეუწყოს პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაემორჩილონ ამ სანქციებს” – ამბობს სახაზინო დეპარტამენტის მინისტრი, სკოტ ბესენტი.

ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც იგრძნო, რომ უკრაინაში ომის შეჩერების შესახებ მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით არ მიდიოდა.

“ჩვენ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა გავაუქმეთ. ვიგრძენი, რომ რაღაც სწორად არ იყო. ვიფიქრე, რომ არ მივდიოდით იქ, სადაც საჭირო იყო, ამიტომ შეხვედრა გავაუქმე. მაგრამ ამას [შეხვედრას] მომავალში გავაკეთებთ.” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას.

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უნგრეთში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. რუსეთმა კი მალევე რუსეთში სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩაატარა.

გარდა ამისა, WSJ-ს ცოტა ხნის წინ გაავრცელა ექსკლუზიურ ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვებს უხსნის. სიახლე მალევე უარყო აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

სიახლეები

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...

გიორგი ვაშაძის პატიმრობის ვადა ამოიწურა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12...