მთავარისიახლეებივაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

Published on

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა – 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, ისინი გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.

2022 წლის 18 ოქტომბერს გამოძიებამ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 ადამიანი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ერთი მხრივ, სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, მეორე მხრივ კი დოკუმენტები გააყალბეს. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა მერიის მაღალჩინოსანი, გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი. მასთან ერთად დააკავა გამოძიებამ მერიის კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვის+“ – ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და ამავე კომპანიის კორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს “გრინსერვის+“ – ის კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია “მშენ-ექსპერტის” დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ის ორი შემდუღებელიც, რომლებმაც გამოძიების მტკიცებით, სამუშაოების შესრულებისას დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, რამაც სადენის იზოლაციის დაზიანება გამოიწვია.
დაკავებული 9 პირიდან , ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

2024 წელს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელს, გიორგი ვახტანგაშვილს პატიმრობა შინა პატიმრობით შეუცვალეს. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...