მთავარისიახლეებისაზოგადოებაგავრცელდა მოზარდზე ხატია ვიბლიანის ძალადობის ამსახველი ახალი კადრები

გავრცელდა მოზარდზე ხატია ვიბლიანის ძალადობის ამსახველი ახალი კადრები

Published on

სოციალურ ქსელში ვრცელდება 14 წლის მოზარდზე მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანის ძალადობის ამსახველი ახალი ვიდეო, სადაც კონფლიქტის დასაწყისია ასახული.

ვიდეოს თათია მაისურაძე ავრცელებს და წერს, რომ 14 წლის მოზარდს ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მაღაზიაშივე მიაყენა, როცა გარეთ გასვლას და კამერებიდან მოშორებით გამოყოლას სთხოვდა.

მაისურაძის ინფორმაციით, თვითმხილველ პირთა მტკიცებით, მაღაზიაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ ბრალდებულის აგრესიული ქმედებების შეკავებას, რათა ვიბლიანი, რომელიც არასრულწლოვანს კამერებისგან მოშორებით, მაღაზიიდან გარეთ გასვლისკენ მოუწოდებდა, არ მიეშვათ მოზარდთან ახლოს.

გამოძიების თანახმად, 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა, ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი წერდა, რომ ვიბლიანის მიერ 14 წლის მოზარდზე ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრებოდა.

მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება 16 სექტემბერს წარუდგინა.

ვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა რომ არ ემხრობა ძალადობას, ასევე დასძინა, რომ არ იცოდა, დაზარალებული არასრულწლოვანი იყო და ეს იმის შემდეგ გაიგო, რაც მასზე “ბულინგი წავიდა”.

14 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ წერილში არასრულწლოვანის ოჯახი ვიბლიანის პატიმრობას მოითხოვს, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...