მთავარისიახლეებისაზოგადოებაეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი საქართველოს ეწვევა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი საქართველოს ეწვევა

Published on

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო/ოდირი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოში ვიზიტისას შეხვედრები იქნება ორიენტირებული როგორც ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე, ისე ეუთოს მუდმივ მხარდაჭერაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, 13-15 ოქტომბერს ეწვევა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, სადაც მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ანალიტიკური ცენტრების ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.

მუშაობის დღის წესრიგი მოიცავს, სხვა საკითხებთან ერთად, სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის პროცესის მიმდინარეობას, განსაკუთრებული ყურადღებით – ეუთოს მინსკის პროცესის დასრულებასა და მის დაკავშირებულ სტრუქტურებზე.საქართველოში ვიზიტისას შეხვედრები იქნება ორიენტირებული როგორც ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე, ისე ეუთოს მუდმივ მხარდაჭერაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგების მოგვარებას ეხება.

ფინეთი, როგორც 2025 წლის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ვიზიტის განმავლობაში განსაკუთრებით გამოიკვეთება, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...