მთავარისიახლეებიბელარუსის ელჩმა ირაკლი კობახიძეს ლუკაშენკოს მისალოცი წერილი გადასცა - ადმინისტრაცია

ბელარუსის ელჩმა ირაკლი კობახიძეს ლუკაშენკოს მისალოცი წერილი გადასცა – ადმინისტრაცია

Published on

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა.

შეხვედრისას ბელარუსის ელჩმა კობახიძეს გადასცა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მისალოცი წერილი, რომელიც ეხებოდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ მადლობა გადაუხადა ბელარუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მიულოცა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...