მთავარისიახლეებიპოლიტიკაარანაირი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, ცდილობენ ნაკვერჩხალივით შეინახონ პროტესტი - კობახიძე

არანაირი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, ცდილობენ ნაკვერჩხალივით შეინახონ პროტესტი – კობახიძე

Published on

ოლიგარქის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოებაში არანაირი საპროტესტო მუხტი არ არსებობს:

“საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს. არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ რაღაც ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი.

სინამდვილეში, საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს, მათ შორის ისიც, რომ ამ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ამომრჩეველთა ხმების 82%.

ჩვენ მივიღეთ 1 100 000-ზე მეტი ხმა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის მცდელობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა”, – აღნიშნა პრემიერად წოდებულმა კობახიძემ.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...