მთავარისიახლეებისამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია გათავისუფლდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია გათავისუფლდა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია გათავისუფლდა – ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსლან შამახია იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, 236-ე მუხლით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა.

მოგვიანებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით, შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის ყოფილი უფროსი გათავისუფლდა.

საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას, იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული 2 პირის შესახებ:

ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ..

რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის, შესაბამისად დაკავებული პირი გათავისუფლდა.

რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე sim-ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები,” – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ შამახიას სახლში სამართალდამცველები, 4 ოქტომბერს, გვიან ღამით შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...