მთავარისიახლეებიბურჭულაძე-თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ, დავისაჯო

ბურჭულაძე-თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ, დავისაჯო

Published on

4 ოქტომბერს პირველად შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები და ჩავატარეთ ეროვნული კრება. სოფელი არ დარჩა, საიდანაც ვინმე არ იყო. ერთად მივიღეთ დეკლარაცია, რადგან ვთვლით, რომ საქართველო გადასარჩენია.

ოცნებას უნდა წარმოაჩინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან. ვინ დაიჯერებს, რომ მე ვინმეს რაიმე ძალადობისკენ მოვუწოდებდი. სასახლესთან ხალხს ვაჩერებდი, რომ შეტაკება არ მომხდარიყო. სპრეი მომასხეს და ცუდად გავხდი, სუნთქვა შემეკვრა. კლინიკაში 7 თუ 8 პოლიციელი შემოვიდა და 2 ავტომატით. ბინ ლადენი ნახეთ ჩემში თუ რა ნახეთ. წნევას მიზომავდნენ და ავტომატებით დამადგნენ. მერე იტყვით, ხალხს პოლიცია რატომ არ უყვარსო?თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ, დავისაჯო. თუ არადა, მაინც მზად ვარ.

თქვა პაატა ბურჭულაძემ სასამართლოს სხდომაზე. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...