მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინელებმა ყირიმში ნავთობტერმინალებს შეუტიეს, რუსეთმა კი ხერსონი დაბომბა

უკრაინელებმა ყირიმში ნავთობტერმინალებს შეუტიეს, რუსეთმა კი ხერსონი დაბომბა

Published on

6 ოქტომბრის დილას რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის ოლქზე მიიტანა იერიში.

სოფელ სტეპანოვკაში იერიშის შედეგად დაიღუპა 69 წლის ქალი.

გარდა ამისა, დაშავდა ოთხი ადამიანი: 16 და 12 წლის გოგონები, 37 წლის ქალი და 47 წლის კაცი. ისინი საშუალო სიმძიმის ტრავმები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

უსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა რაიონში აფეთქებები იყო. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გასული ღამის განმავლობაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დრონებით შეტევა იყო სიმფეროპოლის, სევასტოპოლის, ფეოდოსიისა და ევპატორიის რაიონებზე.

ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ ხელმომწერებისგან მიღებულ ცნობებზე, ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებებმა ძლიერი ხანძარი გამოიწვია ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე.

ამავე წყაროს თანახმად, დრონებით შეტევა იყო ქალაქ ევპატორიასა და სოფელ უიუტნოეს შორის მდებარე სამხედრო ნაწილზე, სადაც ერთ-ერთი რადარი დაზიანდა და სევასტოპოლის რაიონის დაბა კაჩაზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...