მთავარისიახლეებისაზოგადოებაემიგრანტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში საქართველოს სოლიდარობის აქციებს მართავენ

ემიგრანტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში საქართველოს სოლიდარობის აქციებს მართავენ

Published on

4 ოქტომბერს, თბილისის პარალელურად, ემიგრანტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში საქართველოს სოლიდარობის აქციებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ქარები” ავრცელებს.

მათი ცნობით აქციები გაიმართება: აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში და ევროპის 15 ქვეყანაში, მათ შორის: იტალიაში, ფინეთში, შვედეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ირლანდიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, პორტუგალიაში და კვიპროსში და დიდ ბრიტანეთში.

ბოლო ცნობით საპროტესტო გამოსვლების მოწყობა 36 ქალაქში იგეგმება.”შაბათს, 4 ოქტომბერს ემიგრანტები მთელი მსოფლიოდან საქართველოსადმი სოლიდარობის აქციებს ვმართავთ.

ემიგრანტებს გვსურს საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ.

უკვე 300 დღეზე მეტია, რაც ქართველი ხალხი აპროტესტებს საქართველოში დამყარებულ რუსულ რეჟიმს. არალეგიტიმური ხელისუფლება სისტემურად ზღუდავს დემოკრატიას, არღვევს ადამიანის უფლებებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. დაპატიმრებულია მრავალი აქტივისტი და პოლიტიკური ოპონენტი.

4 ოქტომბერს არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს. ამ დღეს ქართველი ხალხი კვლავ გამოდის ქუჩაში გასაპროტესტებლად.

ჩვენც ემიგრანტები ვიკრიბებით 4 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში, რათა მხარდაჭერა გამოვხატოთ და ვაჩვენოთ რუსულ რეჟიმს ჩვენი ერთიანობა და ძალა.

ძალა ერთობაშია! ცეცხლი ოლიგარქიას!”, — ნათქვამია “ქარების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...