მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ გაიქცე, იდექით, ბატონო ირაკლი - პაატა ბურჭულაძის პასუხი "ოცნების" პრემიერს

არ გაიქცე, იდექით, ბატონო ირაკლი – პაატა ბურჭულაძის პასუხი “ოცნების” პრემიერს

Published on

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ფიქრობს, რომ დღეს გდდ-ს თანამშრომლები უკანონო ბძრანებებს არ შეასრულებენ და ხალხზე არ იძალადებენ. მისი თქმით, ძალოვნები მათ ავტობუსებიდან ესალმებოდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ.

ბატონებო, დღეს არის ისეთი დღე, რომ ყველანი ვიამაყებთ, რომ ეს დღე დადგა, როგორც იქნა, ველოდებოდით დიდი ხანი და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ის ბიჭები, დარწმუნებული ვარ, ვინც იქიდან ხელს გვიქნევდნენ და თითებს გვაჩვენებდნენ, ისინი ხალხის წინააღმდეგ არ წამოვლენ და თუ ვინმე მისცემს ბრძანებას და იმ ბრძანებას ვინმე შეასრულებს, გდდ მაქვს მხედველობაში, ძალიან ინანებენ. ხალხის რისხვას ისინი ვერ გაექცევიან, ამიტომ ვიყოთ ერთად, ჩვენ ვართ ძალიან მართლები და გავიმარჯვებთ აუცილებლად.

პაატა ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის განცხადებასაც ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ გადადგომას არავინ აპირებს. მსოფლიო ბანი ამბობს, რომ მათი გეგმა 4 საათზე გასაჯაროვდება, რის შემდეგაც “ოცნების” პრემიერს ურჩევს, “არ გაიქცეს”.

ზუსტად მე რასაც ვიძახდი, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც არ ვასაჯაროებთ, ჩვენ მათიო გეგმები ყველაფერი გავიგეთ, მათი მთელი სქემები, ერთი გეგმაც ვერ გაიგეს რა გვაქვს. აქ, ოთხ საათზე რომ შევიკრიბებით, გამოცხადდება რა გვაქვს და მერე ნახოს გადადგება თუ გაიქცევა. მე ერთი თხოვნა მაქვს, არ გაიქცე, იდექით, ბატონო ირაკლი და თქვენი თანამშრომელი რამდენიმე ადამიანი და ჩვენ განახებთ, რა გეგმა გვაქვს ჩვენ, – ამბობს ბურჭულაძე.

სიახლეები

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო. საუბარია სამი მილიარდ ორას მილიონ...

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლესაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 25...

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...