მთავარისიახლეებისაზოგადოებათინა ბოკუჩავა - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს

თინა ბოკუჩავა – ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს

Published on

ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საგანგებო დებატის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით – ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში საუბარია არა ზოგად მოწოდებებზე, არამედ კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელიც სამართლებრივ ვალდებულებას დააკისრებს ევროპის ადამიანთა უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან – „ივანიშვილის რეჟიმს”.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საგანგებო დებატის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით. საუბარია არა ზოგად მოწოდებებზე, არამედ კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელიც სამართლებრივ ვალდებულებას დააკისრებს ევროპის ადამიანთა უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ივანიშვილის რეჟიმს, რომ მან გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები და ქვეყანაში შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ხდება ამ მექანიზმის ამოქმედებისკენ მოწოდების გაკეთება და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციის შექმნის საფრთხეზე ძალიან ღელავს ცივილიზებული სამყარო და იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს, რომ მხარში დაუდგნენ კონკრეტული ნაბიჯებით ქართველ ხალხს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...