მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ ჩემი გული თქვენთან იქნება - ხაბეიშვილი

ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება – ხაბეიშვილი

Published on

“ხორცი მეწვოდა, როცა სინდისის პატიმრებს ვუყურებდი – ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ, ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დაპატიმრებული ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებაში.

“კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში” – ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.

სისხლი მეყინებოდა, როცა დალეწილ, დასისხლიანებულ ახალგაზრდებს ვუყურებდი… რამდენიმე დღეში, ერთი ახალგაზრდის გადასარჩენად გაქცეულს, სახის ძვლები მეც დამილეწეს… სულიერად და მენტალურად ამან უფრო გამაძლიერა. ხორცი მეწვოდა, როცა ერთმანეთის მიყოლებით დატყვევებულ სინდისის პატიმრებს ვუყურებდი. ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ. ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება. კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებაში. შევხვდებით მალე.
თქვენი მონა-მორჩილი და მსახური”, – ლევან ხაბეიშვილი.”

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...