მთავარისიახლეებისაზოგადოებამურუსიძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ივანიშვილის მოთხოვნით დანიშნეს - ყოფილი მოსამართლე

მურუსიძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ივანიშვილის მოთხოვნით დანიშნეს – ყოფილი მოსამართლე

Published on

ლევან მურუსიძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილმა მოთხოვნით დაინიშნა – როგორც ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სკანდალურ ჩვენებაში ამბობს, ივანიშვილი პირადად იყო მისული უზენაეს სასამართლოში, სადაც ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მურუსიძის თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა.

ალავიძის სკანდალურ ჩვენებას კახა წიქარიშვილი აქვეყნებს. ბესო ალავიძემ კი ქვეყანა უკვე დატოვა და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოითხოვა.
მაშინ ბიძინა იყო სტუმრად უზენაესში. მაგან უთხრა მურუსიძეზე, რომ ეს გვინდა იყოს საბჭოს თავმჯდომარედ, მდივანიო, კარგი ბიჭიაო. სხვათაშორის, როცა მურუსიძე აირჩიეს, იქ მოსამართლეებში მეც ვიჯექი. მოსამართლეებში ჟღერდებოდა, თავად მურუსიძე აჟღერებდა, რომ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები ახალ ხელისუფლებასთანო. საბჭოს წევრები ვინ უნდა ყოფილიყო, მურუსიძე უნდა ყოფილიყო საბჭოს მდივანი, ეს მოსამართლეებთან და შიგნით ხელისუფლებასთან მანამდე იყო შეთანხმებული, სანამ ეს კონფერენცია ჩატარდებოდა”, – ამბობს ალავიძე.

ასევე ნახეთ:

როგორ აიძულებდა ივანიშვილი მოსამართლეებს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას – ყოფილი მოსამართლის სკანდალური განცხადება

სიახლეები

ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალის გადარჩენა მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა ვერ შეძლეს - ქალი, რომელსაც...

17 მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება

17 მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ...

სინდისის პატიმრები არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ციხიდან წერილს უგზავნიან

სინდისის პატიმრები, დავით ხომერიკი, ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი მიმინოშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ციხიდან წერილს უგზავნიან...

4 ოქტომბრის არჩევნებს არ დავაკვირდებით-TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება - ამის შესახებ...