მთავარისიახლეები4 ოქტომბრის არჩევნებს არ დავაკვირდებით-TI

4 ოქტომბრის არჩევნებს არ დავაკვირდებით-TI

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება – ამის შესახებ TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის თქმით, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნებს არ დააკვირდება.

“ამის მიზეზი, პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა” – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

როგორც ცნობილია, მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებით და სისხლის სამართლის წესით დევნით გვემუქრება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც – შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ “ქართული ოცნების” ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან.

საქართველოში არსებულ კონტექსტში, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით (1990) გათვალისწინებულიდაცვა პრინციპების დაცვისთვის სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიაგარემოს თავისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს. შესაძლო პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტაცია და ოპოზიციური პარტიების წევრების პატიმრობაში გაშვება თავისუფალი არჩევნების დამახასიათებელი არაა. სახეზეა გარემო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას.

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...