მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ნადირაძე: ივანიშვილს აშინებს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია

ირაკლი ნადირაძე: ივანიშვილს აშინებს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია

Published on

“ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ძალოვან უწყებებს ყველაზე მეტად აშინებს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია, რასაც ვერ გადაარჩენს ვერც წერილი და ვერც სუს-ის ხრიკები“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “თავადაც აღიარებენ, თუ ასობით ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მათი ხელისუფლება საბოლოოდ დამთავრებულია“.

ფაქტია, რომ რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის და ამის ნათელი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილიც. ფაქტია ისიც, რომ სუს-ი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა – რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა – რას აპირებენ ისინი. ეს ნათელი დადასტურებაა, იმისა რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია “ქართული ოცნებიდან” მათ შორის მათი ძალოვანი უწყებებიდან. ერთი რამ არის მთავარი – ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს, თუ კი ჩვენ გამოვალთ ქუჩაში ასობით ათასი გულანთებული პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანი. ამას თვითონაც ამბობენ, რომ თუ ბევრი ხალხი იქნება, ისინი უბრალოდ დამთავრებულები არიან, ამიტომ ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ, რომ 4-ში გამოვიდეთ რაც შეიძლება ბევრი. ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და როგორც არ უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით.” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...