მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიფინგი სუს-ში - დაკავებულია 2 პირი

ბრიფინგი სუს-ში – დაკავებულია 2 პირი

Published on

დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე – დ.კ. და გ.ო. დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც ბრიფინგზე ემზარ გაგნიძემ განაცხადა, საქმე თაღლითობის მცდელობას ეხება – კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხოეთის მოქალაქისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დ.კ. გ.ო.-სთან წინასწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ დ.კ-ს და გ.ო.-ს მოთხოვნით, მათ ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1500 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის შემდგომ დ.კ. და გ.ო. სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. ამასთან, ისინი ყოველთვის უმეორებდნენ, რომ თითქოსდა საქმეში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. აღნიშნულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ 2025 წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, დ.კ-ს და გ.ო.-სთან შეხვედრისას, დამატებით გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.

ამრიგად, დ.კ. და გ.ო. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი 8000 აშშ დოლარიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4000 ლარს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით. აქვე მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ გვაცნობოთ დაუყოვნებლივ, განსაკუთრებით იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც უკანონო დაპირებები ხორციელდება მაღალი თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მოშველიებით“, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

სიახლეები

არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს-შსს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "არ დაუშვან...

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ – ადგილზეა სპეცრაზმი

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - არსებული ინფორმაციით ათონელის ქუჩაძე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზეა "რუსთაველის...

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს-პაატა ბურჭულაძე

"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას...

“310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს” – სალომე ზურაბიშვილი

"310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს" - ამის შესახებ საქართველოს მე-5...