მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაათავისუფლეთ ქართველი ხალხი, შეწყვიტეთ უკუსვლა ავტორიტარიზმისაკენ - ჯეიმს მაკკლირი

გაათავისუფლეთ ქართველი ხალხი, შეწყვიტეთ უკუსვლა ავტორიტარიზმისაკენ – ჯეიმს მაკკლირი

Published on

“მე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი ვარ. ჩემს პარლამენტარ კოლეგებთან ერთად, საკმაოდ ბევრი გვისაუბრია და გვიმსჯელია იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. არსებული მდგომარეობა მიუღებელია, ბრიტანეთის ხელისუფლება ინფორმირებულია ამის შესახებ.

როგორც ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცის, ბოლო პერიოდში ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კონკრეტულ პირებს საქართველოში იმ ქმედებების გამო, რისი მოწმეებიც ვართ. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება, წამყვანი ჟურნალისტების დაპატიმრება მიუღებელია და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მე აბსოლუტურად და ცალსახად ვგმობ ამას.

ჩვენი გავლენით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მნიშვნელოვან ზომებს ატარებს, კერძოდ ვგულისხმობ, იმ ინდივიდების დასანქცირებას, რომლებიც, როგორც ვიცით, “ქართული ოცნების” მთავრობის უკან დგანან. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, რომლის დასანქცირებაც მე პირადად მოვითხოვე და ასევე სხვებისაც. და მე მინდა მას მივმართო — რადგან ვიცი, რომ ის ისმენს, რასაც ჩვენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და პარლამენტში ვამბობთ. ასევე ვიცი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობაც ისმენს, რასაც ვამბობთ, რადგან ისინი აქვეყნებენ განცხადებებს, სადაც აცხადებენ, რომ მე აზრზე არ ვარ, რაზე ვლაპარაკობ. ამიტომ მათ ასე ვეტყვი: თუ გინდათ, რომ თქვენზე აღარ ვილაპარაკოთ, თუ გინდათ, რომ სანქციებით აღარ დაგემუქროთ, თუ გინდათ, აღარ მოგიწოდოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, თუ გინდათ, რომ აღარ დავგმოთ თქვენი ავტორიტარული ქმედებები საქართველოში — ეს ძალიან მარტივია: გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, გაათავისუფლეთ ჟურნალისტები, მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი, ჩაატარეთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები და მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, საკუთარი გზა თავად აირჩიონ, იქნება ეს ევროპული გზა თუ რაიმე სხვა – ეს მათი ნებაა. ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი. ამიტომ მოგმართავთ – გაათავისუფლეთ ქართველი ხალხი, შეწყვიტეთ უკუსვლა ავტორიტარიზმისაკენ, დაუშვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და ხელი შეუწყვეთ ნათელი მომავლის დადგომას ყველა ჩვენგანისათვის”.

განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლირმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე და “ქართულ ოცნებას” და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართა (თარგმანსაც “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახური ავრცელებს).

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...