მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდუ: მოლდოვამ კრემლის ზეწოლას გაუძლო და ევროპას ძლიერი მანდატი მისცა

სანდუ: მოლდოვამ კრემლის ზეწოლას გაუძლო და ევროპას ძლიერი მანდატი მისცა

Published on

მოლდოვის პრეზიდენტის ხედვით, არჩევნების შედეგი ქვეყნის მოქალაქეთა ერთიანობისა და გამბედაობის დამადასტურებელია. მაია სანდუს თქმით, კენჭისყრამ აჩვენა, რომ საზოგადოებამ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია მოსყიდვისა და დაშინების მცდელობებისთვის და ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს ძლიერი მანდატი მიანიჭა.

სანდუს შეფასებით, ეს არა პარტიული, არამედ ეროვნული გამარჯვებაა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამყარებს და კრემლის გავლენის მცდელობებს უპირისპირდება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე წავიდა, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ. პატარა სოფლებში თუ დიდ ქალაქებში. ყველა ხმას მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ მამაცი და ღირსეული ადამიანების ქვეყანა ვართ. ჩვენ არ დავუშვით, რომ მოვესყიდეთ და შევეშინებინეთ.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვიცით, როგორ ვიყოთ გაერთიანებულები, როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. ხმის მიცემის შედეგი არ არის პარტიის ან ამომრჩევლის გამარჯვება. ეს არის ქვეყნის გამარჯვება. გუშინდელი კენჭისყრა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ძლიერი მანდატია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კრემლი ცდილობდა ჩვენს გახლეჩას, ჩვენი სახელმწიფოსადმი ნდობისთვის დარტყმას. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ასევე გვყავს ქმედითი ინსტიტუტები და თავდადებული ადამიანები. ჩვენ საბოლოოდ უნდა აღმოვფხვრათ ამომრჩევლის მოსყიდვის სამარცხვინო ფენომენი, რომ ყველა, ვინც ეს სქემები მოაწყო და ხალხი ამ ხაფანგებში ჩაითრია, კანონის შესაბამისად დაისაჯოს. პოლიტიკურმა პარტიებმა კი სამაგალითოდ უნდა დაიცვან დაფინანსების შესახებ კანონის დებულებები, ეს ნამდვილი დემოკრატიული პროცესის აუცილებელი ელემენტია და დარღვევები უნდა დაისაჯოს, – განაცხადა მაია სანდუმ.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები რეგიონში შემოდგომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ხმების დათვლის შედეგებით, პროევროპულმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ (PAS) 50%-ზე მეტი ხმა მიიღო და პარლამენტში 101 მანდატიდან 55 მოიპოვა.

PAS-ის მთავარი კონკურენტი – „პატრიოტული საარჩევნო ბლოკი“ (BEP), რომელიც ღიად პრორუსულ ძალად ითვლება, ხმების დაახლოებით 24%-ით მეორე ადგილზე გავიდა და ორი ათეულზე მეტი მანდატი მიიღო.

სიახლეები

არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს-შსს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "არ დაუშვან...

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ – ადგილზეა სპეცრაზმი

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - არსებული ინფორმაციით ათონელის ქუჩაძე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზეა "რუსთაველის...

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს-პაატა ბურჭულაძე

"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას...

“310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს” – სალომე ზურაბიშვილი

"310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს" - ამის შესახებ საქართველოს მე-5...