მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა...

მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრათ

Published on

სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...