მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტებმა თამარაშენიდან ბავშვები გაიტაცეს, სუსი ამბობს, რომ ისინი "ჩვენთან და უსაფრთხოდ" არიან

ოკუპანტებმა თამარაშენიდან ბავშვები გაიტაცეს, სუსი ამბობს, რომ ისინი “ჩვენთან და უსაფრთხოდ” არიან

Published on

სოფელ თამარაშენიდან დღისით გატაცებული ბავშვების შესახებ სუს-ში ამბობენ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. სუსის კომენტარი ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. 

მანამდე კი ერთ-ერთი გატაცებული ბავშვის მამა ბესო სიდამონიძე TV პირველთან ყვებოდა, რომ სათამაშოდ წასული ბავშვები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. 

“ქარელის რაიონში, სოფელ თამარაშენში ბავშვები იყვნენ ამოსულები, თამაშობდნენ, საოკუპაციო ხაზთან ჩვენს ტერიტორიაზე. გაიტაცეს ბავშვები. რუსები იყვნენ თუ ოსები, ამას ვერ დაგიდასტურებთ. საშინელ მდგომარეობაში ვართ, თუ ვინმეს მიუწვდება ხმა საელჩოებთან, ან თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან, გთხოვთ, დაგვეხმაროთ. […] ლაპარაკია 10 წლის ბავშვებზე, მოგვხედეთ, გთხოვთ” – ამბობდა სიდამონიძე TV პირველთან. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 5 ბავშვი იყო გატაცებული. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...