მთავარისიახლეებისომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კინოიანი პატიმრობაში დატოვა

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კინოიანი პატიმრობაში დატოვა

Published on

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კინოიანი პატიმრობაში დატოვა.

29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული – იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ავტომატურ რეჟიმში შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი პირი.
ჯერჯერობით სომხურ მხარეს რუსეთისგან უშუალოდ თხოვნა ექსტრადიციაზე – რაც სტანდარტულად არის გათვალისწინებული, – არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

„გიორგის სააპელაციო საქმის განხილვა მის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ გიორგი გათავისუფლებულიყო უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც უკვე 23-ე დღეა იმყოფება.ამ ეტაპზე ერთადერთი გზა ლოდინია — ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაჩქარებულ გადაწყვეტილებას გიორგის გათავისუფლების შესახებ.

ამავდროულად, საქმის გასაჩივრებას ვგეგმავთ საკასაციო სასამართლოშიც, რათა დავამტკიცოთ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გიორგის დაკავება უკანონოა“, – წერია გიორგი კინოიანის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში. [სოციალურ ქსელს ოჯახის წევრები მართავენ].

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...