მთავარისიახლეები4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დავაკვირდებით-საია

4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დავაკვირდებით-საია

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ორგანიზაცია 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება.

“2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.

საია გააგრძელეს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს”. – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ამასთან ერთად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ 21 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, ორგანიზაცია 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება.

თუმცა, განცხადების თანახმად, ISFED გააგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას.

სიახლეები

ევროკავშირი უმადურია – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს "უმადურობაში" ადანაშუალებს - პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ყულევთან დაკავშირებით ისაუბრა - თქვა,...

გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და მისი მოკვლა სცადა – კლინიკა

ახალშობილი, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, გარდაიცვალა. კლინიკა მედინას ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლის მიუხედავად ბავშვის გადარჩენა...

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...