მთავარისიახლეებისამართალიპირი, რომელიც მართვის მოწმობებს, გდდ-სა და მერიის საშვებს აყალბებდა, დააკავეს

პირი, რომელიც მართვის მოწმობებს, გდდ-სა და მერიის საშვებს აყალბებდა, დააკავეს

Published on

სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს. მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა” – წერს შსს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, გ.ო.-სგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.

სიახლეები

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...

ქუდზე კაცი უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, 4 ოქტომბერი საქართველოს გამარჯვების დღე იქნება – ჯაფარიძე

4-ში თქვენ, ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე და ერთად უნდა გავაფორმოთ ჩვენი ქვეყნის...

საქართველოში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის...