მთავარისიახლეებისაზოგადოება4 ოქტომბერს ხალხმა რუსთაველზე უნდა აჩვენოს უპრეცედენტო ერთიანობა, რაც მშვიდობიან „შემოდგომის რევოლუციას“...

4 ოქტომბერს ხალხმა რუსთაველზე უნდა აჩვენოს უპრეცედენტო ერთიანობა, რაც მშვიდობიან „შემოდგომის რევოლუციას“ მოიტანს – ხაბეიშვილი

Published on

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის გზად ხალხის გაერთიანებას ხედავს. მისი თქმით, ოპოზიცია დაქსაქსულია და დრო უშედეგო კონკურენციაში იფლანგება, მაშინ, როცა გამოსავალი მხოლოდ საზოგადოების ერთიანობაშია.

ის საზოგადოებას პირდაპირი გზავნილით მიმართავს: „ნამდვილი, ეროვნული ერთიანობაა საჭირო და არა ათასპუნქტიანი სტრატეგიები“. ხაბეიშვილის თქმით, 4 ოქტომბერს ხალხმა რუსთაველზე უნდა აჩვენოს უპრეცედენტო ერთიანობა, რაც მშვიდობიან „შემოდგომის რევოლუციას“ მოიტანს და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

გამომყევით, ბოლომდე წაიკითხეთ და სად არ მეთანხმებით გამიზიარეთ.

ივანიშვილის ტაქტიკა არის მარტივი – დაშალე, დაქსაქსე და იბატონე. გადაკიდე ერთმანეთს, შური და უნდობლობა გააღვივე, რომ დაჭამონ ერთმანეთი და უყურე სეირს. პარალელურად, გაძარცვე ხალხი, გამდიდრდი და იცხოვრე ნამდვილი ბატონივით.
ინდივიდუალურად წაახალისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ეგოები, შეაგულიანე, რომ “ვარსკვლავები” არიან და გაერთე…

ამის შემდეგ იწყება, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია, პოლიტიკოსები და აი, აქ უკვე გამუდმებით ერთი სცენარია – “მე ამასთან არ დავჯდები, მე იმასთან ერთად არ მინდა, ამან რომ “მაშინ” ასე თქვა, მე უფრო რეიტინგული ვარ, მე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ, მე კადრში კარგად გამოვიყურები, ვიზუალი ხელს მიწყობს, გუშინ ბრიტანეთში ვიყავი, ხვალ საელჩოებს ვხვდები, ზეგ ფრენა მაქვს… გუნდთან გავივლი კონსულტაციას, შევიკრიბებით, შევქმნით კომიტეტს, მე მაქვს 16 პუნქტიანი გეგმა, მე მაქვს ნამდვილი სტრატეგია, მე ვიცი როგორ უნდა დავამარცხოთ ბიძინა და ჩემთან მოდით, მე ყველაზე დეტალური ხედვა წარმოვადგინე, მე მაგას როდის ვამბობდი” – და ასე, დაუსრულებელ ბლა-ბლა-ბლაში მიფრინავს დრო.

გამოსავალი არის მარტივი – უბრალოდ დავიკიდოთ ეგ “ყოვლისშემძლე”, მძლეთამძლე “პოლიტ-ელიტა” და ხალხი გავერთიანდეთ!!!
ხალხის გაერთიანებას არ აქვს ალტერნატივა!!! არც მათკენ ხელის გაშვერაა სწორი და სამართლიანი.
მუდმივად რომ არ ვეძებოთ “დამნაშავეები”, უბრალოდ ინიციატივა აიღოს ხალხმა და გაერთიანდეს ხალხი!!!

ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის!!! გვჭირდება უპირობო ერთიანობა მხოლოდ ხალხის და არა გამოგონილი, თუ სარდაფში გახსნილი ორკაციანი პარტიების!!!
ნამდვილი, ეროვნული ერთიანობაა საჭირო და არა 1000 პუნქტის გარშემო, არამედ უმარტივესი მიზნის გარშემო – საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!

გავერთიანდეთ საქართველო ივანიშვილის გარეშე მოთხოვნით, მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი და ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, შემდეგ იქ დაგვიმტკიცონ პოლიტიკოსებმა რომელი, რომელს ჯობია.

4 ოქტომბერი ვაქციოთ გამარჯვების დღედ – ეს ნამდვილად არის ჩვენს ხელში!!!! ყველა გამოვიდეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ უპრეცედენტო ერთიანობა ქართველი ხალხისა, რაც უპირობოდ მოიტანს მშვიდობიან შემოდგომის რევოლუციას!, – წერს ხაბეიშვილი.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...