მთავარისიახლეებიმოსამართლემ, სინდისის პატიმარი არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა

მოსამართლემ, სინდისის პატიმარი არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა

Published on

მოსამართლე გიორგი არევაძემ სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი დამნაშავედ ცნო და 4 წლით ციხეში გაუშვა.

სასამართლომ 29 წლის მუსელიანცს პატიმრობა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის მიუსაჯა.

დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და სასამართლოს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში ჩადებული ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...