მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველაფერი ჩვენს ხელშია - ხაბეიშვილი "ტიტუშკას" ცემის საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა

ყველაფერი ჩვენს ხელშია – ხაბეიშვილი “ტიტუშკას” ცემის საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა

Published on

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ “მოხვდეს” ხალხისგან იგივე.” – წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ “მოხვდეს” ხალხისგან იგივე.

ხალხში ვერ გამოდიან მწამებელი, მარბიელი, ანწუხელიძის დამამცირებელი, რუსული გავლენის აგენტი – კოლექტიური ქოცდეპუტატები, თანამდებობის პირები და ამ დაკავებით “მესიჯს” უგზავნიან ხალხს, რომ – “არ მოგვეკაროთ…”
რეალურად, ეს გზავნილი არის საკუთარი მეზობლებისთვის, თანასოფლელებისთვის, უბნის მარკეტის თანამშრომლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ყოველდღიურად ნახულობენ და გრძნობენ ნეგატიურ დამოკიდებულებას.
მათ დაემუქრნენ, რომ – “დაგიჭერთ! დაგაპატიმრებთ!”, რაც შიშის კლასიკური გამოვლინებაა!!!

სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!
გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა – 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში.” – წერს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, ორი კვირის წინ რუსთაველზე მისული “ტიტუშკა” დემონსტრანტებმა სცემეს, ასევე არ მისცეს დანის გამოყენების საშუალება. “ტიტუშკა” ბექა გოცირიძე აღმოჩნდა, რომელმაც იჩივლა და სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს ორი დემონსტრანტი. 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...