მთავარისიახლეებიპროევროპული აქციებისას დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროევროპული აქციებისას დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

Published on

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავით ხომერიკმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა:

“არაერთი დარბევის მომსწრე გავხდი – მთავრობა დაუპირისპირდა მშვიდობიან მოქალაქეებს ძალადობით.

ჩემი თითქმის 9-თვიან პატიმრობასა და პროკურატურის შეკერილ საქმეზე გეტყვით, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ვიდეომტკიცებულება, არ არსებობს მომჩივანი, დაზარალებული, რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდიო – არც ვიცი, რაზეა ლაპარაკი.

პატივცემულო მოსამართლე, მაინც მრჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბათ, თქვენც გაძალებენ, აქციაზე დაკავებული ხალხი ციხეში გაუშვათ. თუმცა, გთხოვთ, იყავით სამართლიანი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს მიმართ ნდობა.

რაც არ უნდა მოხდეს, მიყვარხართ. გახსოვდეთ, ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს”, – თქვა დავით ხომერიკმა.

დავით ხომერიკი 2 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას აფეთქების მომზადებას ედავება.

კერძოდ, შსს-ს თანახმად, დავით ხომერიკის პირადი ჩხრეკის შედგად – “ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს”.

დავით ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმეში არსებული აღნიშნული ცეცხლგამჩენი ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.

 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...