მთავარისიახლეებიდაიმახსოვრეთ - ხართ ერთით მეტი, მეც თქვენთან ვარ-თედო აბრამოვი

დაიმახსოვრეთ – ხართ ერთით მეტი, მეც თქვენთან ვარ-თედო აბრამოვი

Published on

დაიმახსოვრეთ – ხართ ერთით მეტი, მეც თქვენთან ვარ – ასე მიმართა 22 წლის თედო აბრამოვმა თბილისის საქალაქო სასამრთლოსთან შეკრებილებს, მას შემდეგ რაც ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათაავისუფლა:

რა შემიძლია ვთქვა – ყველაფერს მოველოდი, არ ვიცი რა შეიძლება მომხდარიყო, ასე რომ, მადლობა პირველ რიგში ღმერთს და მადლობა თქვენ. საერთოდ არ მესმოდა მოსამართლის ხმა, გათიშული ვიყავი და ხალხის ყვირილმა გამომაფხიზლა”,- უთხრა ჟურნალისტებს აბრამოვმ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

პროევროპული აქციების აქტიურმა მომაწილემ თქვა, რომ ის სიტუაცაი, რომელიც ქვეყანაშია, შესაცვლელია:

ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით, რა შეიძლება მომხდარიყო, როგორ შეიძლება, შევცვალოთ ეს ვითარება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ სასწრაფოდაა გამოსასწორებელი.

ბიჭებო, გოგოებო, დებო და ძმებო, თანამებრძოლებო, ჩვენ გარდა იქ, შიგნით არის ბევრი უდანაშაულოდ გამოკეტილი ადამიანი.

უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია, ჩვენ დაგიხსნით და გიშველით ყველას. აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ – ხართ ერთით მეტი, მეც თქვენთან ვა”- აღნიშნა მან.

თედო აბრამოვმა ექიმ გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადებისას სხვა სინდისის პატიმრების ემოციებზე ისაუბრა და ციხეში მყოფ მეგობრებს, მოულოდნელი გათავსიუფლება უსურვა:

გიორგი ახობაძის [განაჩენის გამოცხადების] მომენტში ჩვენ, ბიჭები ვთამაშობდით ფეხბურთს და უცებ გამახსენდა, რომ ახობაძეს უნდა ჰქონოდა პროცესი. რომ დავინახეთ ლაივი იყო, სასწაული შეგრძნება იყო”, – თქვა თედო აბრამოვმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და აბრამოვი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...