მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპი-პუტინის შეხვედრის დეტალები და რუსული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია

ტრამპი-პუტინის შეხვედრის დეტალები და რუსული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია

Published on

რუსული მხარე 15 აგვისტოს დაგეგმილი ალასკის სამიტის დეტალებზე საუბრობს – პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვის თქმით, შეხვედრა ქალაქ ანკორიჯის მახლობლად, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე, თბილისის დროით 23:30 საათზე შედგება.

ისტორიულ შეხვედრას რუსული დელეგაციიდან ხუთი წევრი დაესწრება:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი;
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი;
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი;
რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი;
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი უცხოეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ინვესტიციებისა და თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი;
აშშ-ს დელეგაცია ასევე 5 ადამიანისგან შედგება, თუმცა მათ შესახებ ამერიკულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტები აუდიენციის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ მედიასთან გამოჩნდებიან და კომენტარსაც გააკეთებენ.

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...