მთავარისიახლეებიპოეტი ზვიად რატიანი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა

პოეტი ზვიად რატიანი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა

Published on

პოეტი ზვიად რატიანი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე მ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე.

სამის პროკურორმა სასამართლოში თქვა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ადვოკატების განცხადებით, არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და, შესაბამისად, პატიმრობის გამოყენების საფუძველი.

მათი თქმით, პროკურატურის მოწმეები პოლიციელები არიან, მათთან კონტაქტი კი ზვიად რატიანს არ აქვს და შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად რატიანმაც:

“ვეთანხმები ადვოკატებს. არა მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდა რა და რატომ გავაკეთე და სათქმელს უფრო ვრცლად დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ. ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებული, რაც ყველა პოლიციელმა უნდა მიიღოს ეს თავის თავზე, ვინც ამ უსამართლობასა და ქვეყნის ღალატშია ჩართული. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს იყო სილა ყველასთვის”, – განაცხადა ზვიად რატიანმა სასამართლოზე.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს – მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. რატიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...

NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, - ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...